არჩევნების ნარჩენები

  • Dev
  • ოქტომბერი 25, 2024

  კაცმა რომ თქვას, უცნაური წინასაარჩევნო პერიოდია. ცოტა ხნის წინ, თბილისიდან გავედი და დასავლეთ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი შემოვიარე. ქუჩებში არსად ჩანს ბოლო 30 წელში დანერგილი დაძაბულობის პრაქტიკები, სდუმან ქუჩის აგიტატორები, კედლებისათვის ომი თითქოს კედლების ზავმა ჩაანაცვლა,  მედიაში და პოლიტიკურ სცენაზე ძველებური ბლოგბასტერების საუკეთესო ვერსიებში გადაწყვეტილმა დაპირისპირებებმა, მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკოსები საზოგადოებასთან […]

სრულად ნახვა

წინამდებარე კვლევა ეხება კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა ძირითადი შრომითი უფლებების შესწავლას. კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი უფლებები არასდროს ყოფილა შესწავლილი, საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ამ მხრივ, დასაქმებული ადამიანისთვის შრომითი უფლებები არ არსებობს. კულტურა და შემოქმედებითი საქმიანობა შრომითი ურთიერთობების კლასიკურ გაგებას არ ემორჩილება. სინამდვილეში შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანების შრომა საკმაოდ მძიმეა და ხშირად, დასაქმებულები ვერ სარგებლობენ […]

სრულად ნახვა

“გილდია“ არის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც სახელოვნებო სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს – მისი მიზანი კულტურის სფეროში ღირსეული სამუშაო პირობების დამკვიდრებაა. ბოლო წლების განმავლობაში, გილდია, მის ხელთ არსებული მწირი რესურსებით, ცდილობს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ გაძლიერებას, რის შედეგადაც მშრომელებს სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გაუჩნდათ შესაძლებლობა მიეღოთ დროული, ეფექტური და უფასო სამართლებრივი და საორგანიზაციო დახმარება. როგორ შევაჯამებთ გილდიას საქმიანობის […]

სრულად ნახვა

თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ და მასშტაბურმა ცვლილებებმა საკადრო წმენდის სახე მიიღო, რის ფონზეც სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებებიდან 70-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, ტერორი, მიზერული ანაზღაურება, ჯარიმები, ხელფასების დაკავება, პროფესიონალებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლების უკანონო დათხოვნები და უხელფასოდ დატოვება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც თეა წულუკიანის დამსაქმებლის სტატუსმა […]

სრულად ნახვა