2018 წელს აგარის ქარხნის 50-მა დასაქმებულმა აგარიდან თბილისამდე მსვლელობა გამართა, მშრომელები ქარხნის ამუშავებას ითხოვდნენ, რომლის მფლობელსაც შაქრის წარმოების ნაცვლად ბიტკოინის მაინინგის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი[i]. მსვლელობის მიზანი საზოგადოების ყურადღების აგარის პრობლემაზე გადატანა იყო, მაშინ აგარელთა მსვლელობას თბილისში მემარცხენეების მცირე აქცია დახვდა. დედაქალაქის მობილიზაცია ვერ მოხერხდა. აგარელთა შემდეგ თბილისი პასიურად შეხვდა ჭიათურელი მაღაროელებისა და შუქრუთელების ჩამოსვლასაც. […]