არსებობს მოსაზრება, რომ იმაზე პასუხები, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და რასაც ყველა ხერხით გავურბივართ, ჩვენს ყველაზე ბნელ კუთხეებში იმალება. შესაძლოა, „ევოლუშენ გეიმინგის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების ანალიზი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი და ცენტრალური იყოს მთელი ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მალე 80 დღე გავა მას შემდეგ, რაც მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე „ევოლუშენ გეიმინგის“ შენობაში დასაქმებული ახალგაზრდების […]
2024 წლის გაზაფხულს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სოციალურ ქსელებში მასობრივად გავრცელდა ფოტო, რომელზეც ავტობუსს მტკვრის ერთ-ერთი სანაპირო ჰქონდა ბლოკირებული. „ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ“ – ასეთი სათაურით, სიხარული სულ რამდენიმე დღეს ან საათს გაგრძელდა. ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მძღოლი უბრალოდ ავტობუსის მოტრიალებას ცდილობდა. მალევე ყოველდღიური აქციების ერთ-ერთი ლოზუნგი (და მოწოდება) გახდა „გაიფიცე საქართველოსთვის“. იმ დღეებსა […]
2021 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ფოთის მერობის კანდიდატმა, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეჟისორის ნებართვის გარეშე, გამოიყენა ნაწყვეტი მიშა ჩარკვიანის მიერ ფოთის დრამატულ თეატრში 2017 წელს დადგმული სპექტაკლიდან „მკვდარი ქალაქები“, რითიც შელახა ნაწარმოების ავტორის, ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. რეჟისორისმა მისი უფლებების უხეში დარღვევით ნაწარმოების გამოყენება მიუღებლად მიიჩნია, რის გამოც დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს და […]
#გაფიცვა დასაქმებულთა ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა. გაფიცვის საშუალებით მშრომელთა ერთობებს შესწევთ ძალა გააჩერონ საკუთარი კომპანიის მუშაობა, რითიც დამსაქმებლებს აიძულებენ დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. გაფიცვის უფლება აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების მიერ, საქართველოში გაფიცვის უფლების გარანტი კი კონსტიტუციის 26-ე მუხლია, ხოლო უფლების განხორციელების წესები რეგულირდება შრომის კოდექსით. გვახსოვდეს, კანონიერი გაფიცვის განხორციელებას სჭირდება რიგი პროცედურების დაცვა, რადგან კანონმდებლობა მხოლოდ კანონიერი […]
საქართველოში მსახიობებისთვის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, რის გამოც მათ რამდენიმე ადგილას უწევთ მუშაობა, ისინი დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, რა თქმა უნდა სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებთანაც თანამშრომლობენ. თუმცა, მსახიობები სააგენტოებთან ურთიერთობისას გარკვეული სახის პრობლემებსა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებებს აწყდებიან. მოგეხსენებათ, რეკლამა კომერციული ხასიათის პროექტია, სადაც მსახიობისთვის მონაწილეობის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ინტერესი განაპირობებს და შემოქმედებითი განვითარებისთვის უმნიშვნელოა, მიუხედავად […]