წინამდებარე კვლევა ეხება კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა ძირითადი შრომითი უფლებების შესწავლას. კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი უფლებები არასდროს ყოფილა შესწავლილი, საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ამ მხრივ, დასაქმებული ადამიანისთვის შრომითი უფლებები არ არსებობს. კულტურა და შემოქმედებითი საქმიანობა შრომითი ურთიერთობების კლასიკურ გაგებას არ ემორჩილება. სინამდვილეში შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანების შრომა საკმაოდ მძიმეა და ხშირად, დასაქმებულები ვერ სარგებლობენ […]
2021 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ფოთის მერობის კანდიდატმა, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეჟისორის ნებართვის გარეშე, გამოიყენა ნაწყვეტი მიშა ჩარკვიანის მიერ ფოთის დრამატულ თეატრში 2017 წელს დადგმული სპექტაკლიდან „მკვდარი ქალაქები“, რითიც შელახა ნაწარმოების ავტორის, ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. რეჟისორისმა მისი უფლებების უხეში დარღვევით ნაწარმოების გამოყენება მიუღებლად მიიჩნია, რის გამოც დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს და […]
“გილდია“ არის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც სახელოვნებო სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს – მისი მიზანი კულტურის სფეროში ღირსეული სამუშაო პირობების დამკვიდრებაა. ბოლო წლების განმავლობაში, გილდია, მის ხელთ არსებული მწირი რესურსებით, ცდილობს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ გაძლიერებას, რის შედეგადაც მშრომელებს სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გაუჩნდათ შესაძლებლობა მიეღოთ დროული, ეფექტური და უფასო სამართლებრივი და საორგანიზაციო დახმარება. როგორ შევაჯამებთ გილდიას საქმიანობის […]
აგენტობის შესახებ კანონპროექტის ანალიზი – ერთად გავარკვიოთ თუ რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსული კანონია? გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ და უკვე პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს და შემოგთავაზოთ კანონპროექტის ანალიზი – ერთად გავარკვიოთ თუ რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსული კანონია? კანონპროექტის ანალიზამდე, პირველ რიგში, უნდა […]
გილდიას სამართლებრივი შეფასება სსიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში“ მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესებზე წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები დაგროვდა, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდგომ. მინისტრმა თავისი საქმიანობა სისტემის „დალაგებით“ დაიწყო, რაც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების რეორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდებოდა. რეალურად კი რეორგანიზაციის მიზანს დამსაქმებლისთვის არასასურველი, […]