წესები და პირობები
ტერმინთა განმარტება


მომხმარებელი – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე, სარგებლობს ადმინისტრაციისთვის წერილის
გამოგზავნის ან/და ორგანიზაციაში გაწევრიანების ველებით.

ვებგვერდით სარგებლობისას მომხმარებელი:

● აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან
   კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს
   კანონმდებლობა ითვალისწინებს;
● აცხადებთ თანხმობას, რომ წინამდებარე წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე
   ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის;
● აცხადებთ თანხმობას ვებგვერდის სარგებლობის პირობებზე;
● ადასტურებთ, რომ მოგვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას;

ადმინისტრატორი – ვებგვერდს მართავს (მისამართი: gildia.ge).

ადმინისტრაციისთვის წერილის გამოგზავნის ან/და ორგანიზაციაში გაწევრიანების ველებით სარგებლობის ინსტრუქცია:

ვებგვერდის მეშვეობით ადმინისტრაციისთვის წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ შეუზღუდავად,
რისთვისაც უნდა შეავსოთ განცხადების ფორმა.
ვებგვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ ერთ წლით ან მეტი ხნის ვადით გახდეთ
ორგანიზაციის წევრი. ამისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია
ვებგვერდის მეშვეობით ადმინისტრაციისთვის წერილის გამოსაგზავნად აუცილებელია განცხადებაში
მიუთითოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი:

● სახელი, გვარი
● პირადი ნომერი
● ელ. ფოსტა
● საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
● მისამართი

ვებგვერდის მეშვეობით ორგანიზაციის წევრობისთვის აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის
გავლა, რისთვისაც საჭიროა ზუსტი ინფორმაციის მითითება:

● სახელი, გვარი
● პირადი ნომერი
● ელ. ფოსტა
● საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
● მისამართი
● შეიყვანოთ თქვენი საბანკო ინფორმაცია


გადახდა

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ თავდაპირველად შეყვანილი საბანკო ინფორმაციის
საფუძველზე, ორგანიზაცია უფლებამოსილია ყოველი თვის დასაწყისში განახორციელოს თანხის
ჩამოჭრა, მომხმარებლის შემდეგი თანხმობის გარეშე.

მომხმარებელს პირადი საბანკო მონაცემები შეჰყავს უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე. ორგანიზაციას
არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია იძლევა გარანტიას, რომ არ
განახორციელებს მომხმარებლის ანგარიშიდან სხვა თანხის ჩამოჭრას, გარდა ყოველთვიური
გამოწერის ღირებულებისა, რომელსაც მომხმარებელი დასაწყისში დაეთანხა.

გამოწერის გაუქმება

მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს გამოწერა გაუქმებამდე 1 (ერთი) თვით ადრე
შეტყობინების გზით.

პერსონალური მონაცემები

ორგანიზაცია, ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდის მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს შემდეგი
მიზნებით:

■ იურიდიული მხარდაჭერის მიზნით – შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული განცხადების/შეტყობინების მიღების დროს;
■ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით – წევრობისთვის აუცილებელი რეგისტრაციისას;
■ ვებგვერდის მეშვეობით მიღებული მონაცემები ორგანიზაციამ ასევე შესაძლოა დამუშავდეს
სტატისტიკური ან/და ანალიტიკური მიზნებისთვის.

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები თავად ვებგვერდის მომხმარებლების მიერაა
მოწოდებული. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
სისწორეზე. ვებგვერდის მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები:
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის
გაწევის მიზნით – ვებგვერდის მომხმარებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული
ფოსტის მისამართი, ასევე, განცხადებაში/შეტყობინებაში და მასზე დართულ დოკუმენტაციაში
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები.
ვებგვერდის მეშვეობით ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით – ვებგვერდის
მომხმარებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე,
განცხადებაში/შეტყობინებაში და მასზე დართულ დოკუმენტაციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მითითებული მონაცემები, საბანკო ინფორმაცია.
მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს დაიცვას კონფიდენციალურობა მომხმარებლის მიერ
შევსებული/მოწოდებული პერსონალური მონაცემების მიმართ და არ გადასცეს მესამე პირებს, გარდა
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მონაცემების შენახვის ვადები

პერსონალური მონაცემების ორგანიზაციის ვებგვერდზე შევსება აუცილებელია მომხმარებლების
იდენტიფიკაციისა და მომსახურების გაწევის მიზნით. ორგანიზაცია უფლებამოსილია მომხმარებლის
შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეინახოს განცხადების მიღებიდან 1 წლის ვადით, ხოლო
საგადასახადო მიზნებისთვის გამოწერის გაუქმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ორგანიზაცია
უფლებას იტოვებს, მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს
რემარკეტინგისთვის.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებები
ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი
ინფორმაცია:

■ ა) მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა
დამუშავება;ბ) იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის
დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; გ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს
შესახებ; დ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის
განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ე) მონაცემთა

მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის,
ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე
პირს გადაეცემა;


■ გაეცნოს ორგანიზაციაში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ
მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა
გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულია საფასური;
■ მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,
დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები
არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება
განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
■ გამოიხმოს თანხმობა – განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ
მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ
მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
■ გააასაჩივროს – თუ მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავება არ
შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო
სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი No64).
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვებგვერდის მომხმარებლის ზემოაღნიშნული
უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს
კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები,
აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების
განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

■ სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების
ან/და თავდაცვის ინტერესებს;
■ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
■ დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას,
მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობას;
■ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო
და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან
დაკავშირებულ ინტერესებს;
■ მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის
ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
■ მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის,
გამოხატვის თავისუფლებას;
■ სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის
საიდუმლოებების დაცვას;

■ სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის
მისაღწევად.
ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.
ფოსტაზე: info@gildia.ge
პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია
პოლიტიკის ეს დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.