მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიის მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების კვლევა

წინამდებარე კვლევა ეხება კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა ძირითადი შრომითი უფლებების შესწავლას. კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი უფლებები არასდროს ყოფილა შესწავლილი, საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ამ მხრივ, დასაქმებული ადამიანისთვის შრომითი უფლებები არ არსებობს. კულტურა და შემოქმედებითი საქმიანობა შრომითი ურთიერთობების კლასიკურ გაგებას არ ემორჩილება. სინამდვილეში შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანების შრომა საკმაოდ მძიმეა და ხშირად, დასაქმებულები ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ბენეფიტებით. იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემატიკის პირველადი გამოკვლევა მოხდეს, ჩავატარეთ კვლევა, რომელიც შრომით უფლებრივ მდგომარეობას შეეხება.

მეთოდოლოგია

კვლევის დროს, ჩვენ მიზანს წარმოადგენდა, მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიების მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების შესწავლა, თემის საკვლევად გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდი,  კერძოდ, ანკეტირების საშუალებით, შევეცადეთ გამოგვევლინა ის ძირითადი  პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს ამ სექტორში. კვლევა ძირითადად წარიმართა ონლაინ რეჟიმში, Google Form-ის საშუალებით.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, კონკრეტულად, კი კვლევაში ჩართულნი იყვნენ ისეთი სფეროს წარმომადგენლები, როგორიცაა თეატრი, ტელევიზია, კონო და ა.შ.

მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიების მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების კვლევაში, ჯამში გამოიკითხა 210 რესპონდენტი, რომელთაგანაც,  36%  წარმოადგენდნენ მამრობით სქესს, ხოლო 64% მდედრობითს,  ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, რესპონდენტთა  38%  იყო 18-25 წლის, ხოლო 25%-ს წარმოადგენდნენ 26-31 წლის, ხოლო 37 % 31 წელზე ზევით  ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები. განათლებას, რაც შეეხება, რესპონდენტთა უმრავლესობას, 81%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

კვლევის შერჩევისას, გამოვიყენეთ შემთხვევითი არაალბათური შერჩევა, რადგან კვლევა გათვლილი იყო ფართო კატეგორიაზე, როგორც ასაკით ისე სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლის მიხედვით.

კვლევის ანალიზი მომზადდა SPSS საშუალებით, რომელმაც მიღებული მონაცემები დათვალა 95%–იანი სანდოობით.

კვლევის ძირითად შეზღუდვად შეიძლება მივიჩნიოთ, ის ფაქტი, რომ კვლევა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საშუალება კითხვარის შევსებისას  გვეკონტროლებინა რესპონდენტი, შესაბამისად, არ ვართ დარწმუნებული, რამდენად გულწრფელია პასუხები და, შესაბამისად , რამდენად ვალიდურია კვლევა. ამავდროულად, რთულია მოცემული კვლევის ფართო სპექტრზე განზოგადება, რადგან არსებული სექტორი, საკმაოდ, მრავალფეროვანია, ხოლო ჩვენ მიერ გამოყენებული შერჩევის სიდიდით, რთულია მთელ პოპულაციაზე განაზოგადო შედეგები, თუმცა კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ზოგადი სურათი სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

მიზანი:

კულტურის და მედიის სფეროში დასაქმებულთა ძირითადი შრომითი უფლებების შესწავლა და რეკომენდაციის მომზადება დამსაქმებელთათვის, დასაქმებულთათვის და პროფესიული კავშირებისთვის.

ამოცანები:

  1. მოცემულ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემების შესწავლა, გამოაშკარავება და იდენტიფიცირება.
  2. მოცემულ სექტორში არსებული პრობლემების ანალიზი და შესაბამის ქმედებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება.

შედეგები:

კვლევა მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა რესპონდენტთა ძირითადი ნაწილი გამოიკითხა დედაქალაქში. კვლევის პროცესში ზოგადი წარმოდგენა შეიქმნა, იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მოცემულ სფეროში დასაქმებულები.

გამოკითხულ რესპონდენტთა 43%-ს ქონდა თეატრალური განათლება, 24 % კი პროფესიით იყო ჟურნალისტი, გამოკითხულთა შორის იყვნენ განათლებით ეკონომისტები, ფსიქოლოგები, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ა.შ.

შესაბამისად,  რესპონდენტთა დიდი ნაწილი (37%) დასაქმებულია თეატრში, ტელევიზიაში (22%). ასევე, გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მუშაობენ არასტაბილურ პროექტებზე (6%), არიან თვითდასაქმებულნი (32%) ან დროებით უმუშევარებიც (2%) რესპონდენტებიც (იხ. გრაფიკი #1).

გრაფიკი #1

რესპონდენტთა 59% აღნიშნავს, რომ აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო  77% აღნიშნავს, რომ ხარჯების დასაფარად უწევთ ერთზე მეტ სამუშაო ადგილას, ერთდროულად, მუშაობა.

უშუალოდ შემოსავალს, რაც შეეხება, რესპონდენტთა 16 % იღებს 100–300 ლარამდე  ანაზღაურებას, 23 %  301– 500  ლარამდე, 15%-ის ანაზღაურება 501–700 ლარს შეადგენს, 8%–ის 701–900 ლარამდე, ხოლო 900 ლარიდან ზემოთ იღებს რესპონდენტთა 23%. ასევე გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მუშაობენ არასტაბილური ანაზღაურებით (10%), ხოლო მათი 5% არის სტაჟიორი ან მოხალისე. მოცემული მონაცემებიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ საშუალო ანაზღაურება მოცემულ სფეროში შეადგენს 570 ლარს.

ძირითადად, მოცემული შემოსავლით, გამოკითხულთა უმეტესობა, ფარავს ყველა საჭირო პირად ხარჯს (65%), ამავდროულად, ოჯახისთვის საჭირო ყველა ხარჯს (22%), რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფარავენ ვალებს, სესხებს (4%) და გადასახადებს (3%) (იხ. გრაფიკი #2).

გრაფიკი #2

რესპონდენტთა 49% სამუშაოზე 6 დღეს ატარებს ,  32% 7 დღეს , ხოლო 5 დღეს სამუშაოზე რესპონდენტთა მხოლოდ 6% ატარებს. ამავდროულად, არასტაბილურ პროექტებზე მუშაობა უწევს რესპონდენტთა ნაწილს (13%).

რესპონდენტთა 42%–ს უწევს დღეში 10–12 საათი მუშაობა, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მათი არასტაბილური გრაფიკიდან, რადგან რესპონდენტთა ნაწილს უწევს პროექტულად მუშაობა, დროის გარკვეულ მონაკვეთში უწევთ სრული დატვირთვა, თუმცა შეიძლება იყოს ისეთი პერიოდი, როდესაც დასაქმებულს საერთოდ არ აქვს საქმე. შესაბამისად, რთულია ზუსტი გრაფიკის დადგენა. რესპონდენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მუშაობენ 8 საათი (24%) და 6 საათს–7%. გამოკითხულთა შორის იყვნენ ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ სპექტაკლების შესაბამისად, 12 საათზე მეტსაც დღეში, პროექტიდან გამომდინარე და ა.შ.

მოცემულ სექტორში, დასაქმებულთა 50% თავიანთ სფეროში არსებულ ძირითად პრობლემად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს , 29% ზეგანაკვეთურ შრომას და სამუშაო დროის არასტაბილურ განაწილებას მიიჩნევს,  ამავდროულად, დასაქმებულები მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ არასტაბილურ ანაზღაურებას.

რესპონდენტთა მოტივიაციის გასაზრდელად, ძირითადად, ხელფასის მატებას ასახებელებს 48%. 36% კი, კარიერული განვითარების პერსპექტივას,  8% უკეთესი დამოკიდებულებას მენეჯმენტის მხრიდან.

რესპონდენტთა 55% იმუშავებდა იმავე სფეროში, უკეთესი პირობების შემთხვევაში. 71% ასახელებს იმას, რომ მათ თავიანთი საქმე უყვართ და ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც ჩერდებიან თავიანთ სექტორში მიუხედავად აქ არსებული არასტაბილური ვითარებისა (იხ. გრაფიკი #3)

გრაფიკი#3

უპერსპექტივობას (33%) და დაბალ ანაზღაურებას (25%) ასახელებენ, ძირითად მიზეზად თუ, რატომ არ სურთ დასაქმებულებს ამ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელება.

რესპონდენტთა 60% აცხადებს, რომ არ გააჩნიათ შესაბამისი პირობები, როგორიც არის აპარატურა, სარეპეტიციო დარბაზი და ა.შ. რათა სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი სამუშაო.

რესპონდენტთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს მათ გარშემო არსებულ უფლებადამცველ ორგანოებზე, ამავდროულად, ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის პროფკავშირი, 23% ახასიათებს უარყოფითად, 14% ძალიან უარყოფითად, 11% ნეიტრალურად, 11% დადებითად.

რესპონდენტთა უმეტესობას მეტ–ნაკლებად  გამოადგა უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში მიღებული განათლება  (Mean=3.15).

რამდენად ხელს უწყობს უნივერსიტეტი/კოლეჟი თავიანთ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში, რეპსონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ნაკლებად უწყობს ამაში მათ ხელს სასწავლებელი  (M=2.43).

რესპონდენტები თავიანთ დასაქმების არსებულ მენეჯმენტს მეტ–ნაკლებად დადებითად აფასებენ (M=2.53).

რესპონდენტთა 40% საერთოდ არ არის თავიანთი ანაზღაურებით კმაყოფილი. (M=1.98)

საშუალო კმაყოფილებას გამოხატავენ თავიანთი სამუშაო პირობებით (M=2.78).

უმეტესწილად კმაყოფილები არიან თავიანთი სამუშაო ჯგუფით (M=3.97).

ამავდროულად კმაყოფილები არიან სამუშაო გარემოთი (M=3.42).

რესპონდენტები, ასევე, აღნიშნავდნენ, რომ ისურვებდნენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, განსაკუთრებით კი მათ სჭირდებათ შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ასევე, სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისთვის შესაბამისი თანხების მოძიება, მათი შრომითი უფლებების დაცვა, ამავდროულად იყვნენ რესპონდენტები, რომლებიც ასახელებდნენ, რომ სასურველი იქნებოდა მათთვის სწავლის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.

სამუშო ადგილას შევიწროებას ან დისკრიმინაციას ხელმძღვანელობის მხრიდან, რაც შეეხება, რესპონდენტთა უმრავლესობა (60%) ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

რესპონდენტთა 53.8 % ასახელებს, რომ ისინი გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშო ადგილას. 40%–ის შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, 28%–ი სქესის, ხოლო 9%–ის შემთხვევაში კი ასაკის ნიშნით.

დასკვნა და რეკომენდაციები


ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანთა უმრავლესობას შრომა უწევს საკმაოდ მძიმე პირობებში, დასაქმებულებს არ აქვთ წვდომა შრომის კოდექსში გაწერილ უფლებებზე, ამასთანავე, აქვთ დაბალი ანაზღაურება და ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა და შევიწროვების მსხვერპლნი.

კვლევამ, ასევე, აჩვენა რომ სექტორში არ არსებობს რაიმე სახის უფლებადაცვითი გამოცდილება და ადგილობრივი პროფკავშირების საქმიანობაც საკმაოდ ბუნდოვანია.

მშრომელთა და სტუდენტთა გაერთიანება გილდია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შრომის კოდექსში ჩაწერილი პუნქტები აღასრულოს და გაავრცელოს ყველა პროფესიაზე, ამისათვის კი აუცილებელია შემდეგი მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმა:

ეფექტური შრომის ინსპექცია

კვლევიდან, როგორც ირკვევა, დასაქმებულთა დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს შრომის კოდექსითა თუ სხვა კანონებით გათვალისწინებული ბენეფიტებით, ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს შრომის ეფექტურად ინსპექტირების მექანიზმი, რომელიც გარდა შრომის უსაფრთხოების კონტროლისა ასევე, შრომის პირობებსაც მკაცრად გააკონტროლებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დააჯარიმებს კომპანიას.

შრომის სამართალი

შრომის კოდექსის აღსრულების, ერთადერთი ყველაზე ეფექტური, გზა შრომის სასამართლოების შექმნაა, სადაც შრომითი დავების გადაწყვეტა ხდება უმოკლეს ვადებში და არ საჭიროებს დიდ ფინანსურ რესურსს, აღნიშნული ინსტიტუტი სასარგებლოა, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულთათვისაც.

შრომის კოდექსი

2013 წლის შემდეგ შრომის კოდექსში არსებითი ცვლილება არ შესულა, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს შრომის კოდექსის ცვლილებების ე.წ. მეორე ტალღა. კანონში უამრავი „სიცარიელეა“, რომელიც საჭიროებს „ამოვსებას“ და ადეკვატური სტანდარტების დაწესებას.

–          საჭიროა განისაზღვროს სამუშაო დროის დღიური ნორმა 8 საათის ოდენობით.

–          გამყარებას საჭიროებს კანონში უკვე არსებული ჩანაწერი, კვირის სამუშაო 40 საათიან ნორმასთან დაკავშირებით, ამისათვის, აუცილებელია, გაუქმდეს ჩანაწერი, რომელიც გარკვეულ სამუშაო ადგილებზე უშვებს 48 საათიან სამუშაო კვირას.

–          საჭიროა განისაზღვროს სამუშაო დროის დღიური ნორმა 8 საათის ოდენობით.

–          გამყარებას საჭიროებს კანონში უკვე არსებული ჩანაწერი, კვირის სამუშაო 40 საათიან ნორმასთან დაავშირებით, ამისათვის, აუცილებელია, გაუქმდეს ჩანაწერი, რომელიც გარკვეულ სამუშაო ადგილებზე უშვებს 48 საათიან სამუშაო კვირას.

–          განისაზღვროს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურების ტარიფი არანაკლებ 150%–ისა

  • დარეგულირდეს სტაჟირებისა და გამოსაცდელი ვადის შრომის პირობები
  • დაზუსტდეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზების დასაბუთების წესი.

კანონში უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დისკრიმინაციის აკრძალვა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების თავისუფლების საკითხები.

მინიმალური ხელფასი

დასაქმებულთა ძალიან დიდ ნაწილს უწევს მძიმე შრომის შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, მოგეხსენებათ, დღესდღეობით, კერძო სექტორში განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია, რაც არანაირად არ შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს. მივიჩნევთ, რომ მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში უნდა განისაზღვროს პირველ ეტაპზე მინიმუმ 320 ლარის ოდენობით და ეტაპობრივად უნდა დაიწყოს მისი ზრდა.

გარდა სახელმიწიფოს მიერ განსახორცილებელი ნაბიჯების ამ მცირე ჩამონათვლისა, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები გადაიდაგას მენეჯმენტისა და თავად დასაქმებულების მხრიდანაც:

სახელფასო ფონდის განაწილება უნდა მოხდეს სამართლიანად, მენეჯერულ საქმიანობაში უნდა მოხდეს დასაქმებულთა წარმომადგენლების ჩაბმა და შეწყდეს დისკრიმინაციული ან/და ნეპოტისტური მოპყრობები.

დასაქმებულებმა უნდა დაიწყონ ორგანიზება საკუთარი უფლებების დასაცავად, შექმან პროფესიული კავშირი, რომლის მიმართაც ნდობა ექნება სექტორში მომუშავე თითოეულ პირს და დაიწყონ ბრძოლა მეტი თანასწორობისა და რეალური თავისუფლების მოსაპოვებლად!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *