“გილდია“ არის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც სახელოვნებო სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს – მისი მიზანი კულტურის სფეროში ღირსეული სამუშაო პირობების დამკვიდრებაა.
ბოლო წლების განმავლობაში, გილდია, მის ხელთ არსებული მწირი რესურსებით, ცდილობს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ გაძლიერებას, რის შედეგადაც მშრომელებს სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გაუჩნდათ შესაძლებლობა მიეღოთ დროული, ეფექტური და უფასო სამართლებრივი და საორგანიზაციო დახმარება.
როგორ შევაჯამებთ გილდიას საქმიანობის შედეგებს 2023 წელს?
➾ 2023 წელს, გილდიამ, სხვადასხვა სახის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია 150-მდე ადამიანს
➾ 2 სამართლებრივი დავა სასამართლოში წარმატებით დაასრულა, ჯერ კიდევ მიმდინარეა 10 სამართლებრივი დავა
➾ სასამართლო პროცესებში მიღწეული გამარჯვებების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობით უნდა აღინიშნოს, სფეროში, გილდიას ძალისხმევით, შექმნილი კოლექტიური შრომითი დავის პირველი პრეცენდენტი – თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მოგებული კოლექტიური შრომითი დავა
➾ გილდიას დახმარებით დაფუძნდა 3 ახალი ორგანიზაცია კულტურის სფეროში
➾ გილდიას საგანმანათლებლო აქტივობებს – ვორკშოპებს, ბანაკებს და საჯარო დისკუსიებს, 2023 წელს, ყავდა 300-მდე მონაწილე
შეგახსენებთ, რომ გილდიას დაფინანსების მთავარი წყარო წევრების ნებაყოფლობითი შემოწირულობებია.
თუმცა, ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან მისი საქმიანობა ხშირად მოხალისეობრივი შრომის შედეგად მიიღწევა.
თქვენს მიერ ყოველთვიურად გადმორიცხული საწევრო (ხელფასის 1%) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი ერთობის ჩამოსაყალიბებლად და იხარჯება გამჭვირვალედ, თქვენთვის და თქვენი კოლეგებისთვის გასაწევ სამართლებრივ და სოციალურ მომსახურებაში.
ამიტომ, გაწევრიანდი „გილდიაში“ და გააძლიერე ერთობა