#გაფიცვა დასაქმებულთა ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა.
გაფიცვის საშუალებით მშრომელთა ერთობებს შესწევთ ძალა გააჩერონ საკუთარი კომპანიის მუშაობა, რითიც დამსაქმებლებს აიძულებენ დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.
გაფიცვის უფლება აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების მიერ, საქართველოში გაფიცვის უფლების გარანტი კი კონსტიტუციის 26-ე მუხლია, ხოლო უფლების განხორციელების წესები რეგულირდება შრომის კოდექსით.
გვახსოვდეს, კანონიერი გაფიცვის განხორციელებას სჭირდება რიგი პროცედურების დაცვა, რადგან კანონმდებლობა მხოლოდ კანონიერი გაფიცვის უფლებას იცავს.
➾ გაფიცვის უფლების გამოყენებას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს 21 დღიანი სამედიაციო პროცესი – დასაქმებულებს, დამსაქმებელსა და მედიატორს შორის მოლაპარაკება. თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, დასაქმებულებს შეუძლიათ გამოიყენონ პროტესტის უკიდურესი ფორმა – #გაფიცვა.
➾ მხარეებმა გაფიცვის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი.
გაფიცვისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან, მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვა მიზეზით, სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ასევე, გაფიცვა კანონიერად ითვლება თუ სამუშაო ადგილზე, შრომის უსაფრთხოების ნორმები უხეშად ირღვევა და ეს საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი პროცედურების გარეშე, დატოვოთ სამუშაო ადგილი და გაიფიცოთ!
კანონის დაცვით განხორციელებული გაფიცვა არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი